ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ფიქრის გორა); იაკობ ნიკოლაძის ქუჩიდან ვარაზისხევის ქუჩამდე. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია დუშეთის I ჩიხის სახელით. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია, როგორც იაკობ ნიკოლაძის I ჩიხი. 1938 წელს — ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის, 1992 ვერიკო ანჯაფარიძის სახელი ეწოდა. ქუჩაზეა თეატრი „ვერიკო“ (დამაარსებელი კოტე მახარაძე), ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის სახლ-მუზეუმი (მისამართი: ვ. ანჯაფარიძის 16).