ვერმუტი
ვერმუტი – არომატიზებული ღვინო, რომელმაც სახელწოდება მიიღო გერმანული სიტყვა Wermut-ისგან (აბზინდა). ამ მცენარის ესენცია შეადგენს ვერმუტის მისაღებად ღვინოზე დასამატებელი ექსტრაქტის 43 %-ს. ექსტრაქტის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიახლოებითი შემცველობა შემდეგია: მრავალძარღვა 18%, პიტნა – 10%, დარიჩინი 10%, კარდამონი – 8%, შავი ანწლი 6%, მუსკატი – 5%. სულ ვერმუტის დასამზადებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს რამდენიმე ათეულობით არომატული და სურნელოვანი მცენარე, რომლებიც ღვინოს ამდიდრებენ თავისი არომატით, გემოთი და მიიღება სურნელოვანი, მწკლარტე სასმელი, რომელშიც სასიამოვნო სიმწარე ჰარმონიულადაა შერწყმული სხვადასხვა ხარისხის სიტკბოსთან.
ვერმუტი არის მაგარი (სიმაგრე 18 მოც %, შაქარი 8%) და სადესერტო, ხოლო ღვინის ტიპიდან გამომდინარე – თეთრი, წითელი და ვარდისფერი.
ვერმუტის წარმოება პირველად დაიწყეს იტალიაში ქალაქ ტურინში, რომელიც განთქმულია ნაყოფიერი დაბლობებით. ცოტა მოგვიანებით ვერმუტის წარმოება დაიწყეს ვენეციასა და ფლორენციაში. ცნობილი მარკებია Punt e Mes, Cinzano, Martini, ფრანგული ფირმიდან – Noilly Prat.