ვერტიგო ასაკოვან პაციენტებში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვერტიგო ასაკოვან პაციენტებში — ამ შემთხვევაში, უმეტესწილად, ლაპარაკია წონასწორობის დარღვევაზე და არა ვერტიგოზე. საქმე იმაშია, რომ ასაკთან ერთად, პროპრიოცეპტიული მექანიზმები სუსტდება და ვიზუალური კონტროლი დომინირებს. ამით აიხსნება ასაკოვანი ადამიანების ხშირი ვარდნა წონასწორობის დაკარგვის გამო, რასაც თავისთავად, სავალალო შედეგებამდე მივყავართ, ტრავმების საშიშროების გამო.
წონასწორობის პრობლემები ასაკოვან ხალხში, საჭიროებს კლინიკური ტესტების ჩატარებას და მათ ანალიზს. შესაძლებელია მათი რეაბილიტაცია. ამ შემთხვევაში, კლასიკური ვესტიბულარული გამოკვლევების ჩატარება არ არის მიზანშეწონილი გარდა იმ იშვიათი შემთხვევებისა, როდესაც საქმე გვაქვს ნამდვილ ვერტიგოთან.