ვერტიგო ვესტიბულოპათიის ობიექტური ნიშნების გარეშე
ვერტიგო ვესტიბულოპათიის ობიექტური ნიშნების გარეშე — ვერტიგოთი შეპყრობილი პაციენტების საკმაოდ დიდ რაოდენობას ვესტიბულარული დარღვევის ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებათ.
ზოგჯერ უუნარობის გამომწვევი ვერტიგო შესაძლოა დაკავშირებული იყოს უბრალო დისტონიასთან ან თუნდაც, დეპრესიასთან.
ვერტიგოსმაგვარი დისკომფორტის გამომწვევი, ასევე, შესაძლოა იყოს კარდიოლოგიური და გასტროლოგიური პათოლოგიები. ამ პრობლემების მოგვარება ვერტიგოს მოგვარებასაც იწვევს.
ასევე, ოფთალმოლოგიური დისფუნქციებიც ხშირად არის ვერტიგოსმაგვარი დისკომფორტის მიზეზი.
გირჩევთ, ასეთ პაციენტებთან მოვერიდოთ ისეთი ტერმინების ხმარებას, როგორიცაა: „ცრუ ვერტიგო“ ან „ვერტიგოს იმიტაცია“, რადგან ასეთი პაციენტები ხშირად იძულებული არიან სამსახურს დაანებონ თავი ვერტიგოს გამო და ასეთ შემთხვევაში, მათთვის შეურაცხმყოფელი იქნება ეჭვი შევიტანოთ მათ შეგრძნებებში.
უნდა გვახსოვდეს, ჯერ კიდევ არსებობენ პათოლოგიები, რომელთა წინაშეც გვიწევს ვაღიაროთ ჩვენი უძლურება.
ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პაციენტების განსაკუთრებული ყურადღებით მოსმენა, მათი ოჯახის წევრების და სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინება. შესაძლოა ვურჩიოთ ფსიქიატრის ან ფსიქოლოგის დახმარება.