ვერტიუგედანი ვილარსოს მამულში, კომუნა შოსი, საფრანგეთი
ვერტიუგედანი (ფრანგ. vertugadin) –
- გაზონით დაფარული ფერდობი, რომელიც შემოსაზღვრავს პარკის რომელიმე ნაწილს, ხშირად მორთულია ქანდაკებებით, ვაზებითა და სხვ.
- პარკის დატერასებული ამაღლებული ადგილი ნახევარწრიული საფეხურებითა და გასხლული მწვანე მცენარეებითა და ბალახებით.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი