ვერცხლისწყალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვერცხლისწყალი

ვერცხლისწყალი − (ლათ. Hydrargyrum) – მძიმე მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის თხევადი ლითონი, რომლის ორთქლი ძლიერი საწამლავია.

სიმბოლოა Hg.
სიმკვრივე – 13546 კგ/მ3;
დნობის ტემპერატურა – –38,83°C;
დუღილის ტემპერატურა – 356,73°C.

ვერცხლისწყალი ორიდან ერთ-ერთი ქიმიური ელემენტია (ლითონი), რომლის მარტივი ნივთიერება ნორმალურ პირობებში იმყოფება თხევად აგრეგატულ მდგომარეობაში (მეორე ელემენტია – ბრომი). ბუნებაში არსებობს, როგორც თვითნაბადი ვერცხლისწყალი, ისე მინერალების შემადგენლობაში. ყველაზე ხშირად ვერცხლისწყალს იღებენ მინერალ სინგურიდან მისი აღდგენით ან ლითონთერმული მეთოდით. ბევრ ლითონთან (V, Fe, Mo, Cs, Nb, Ta, W, Co) ერთად ქმნის თხევად და მყარ შენადნობებს – ამალგამებს, რომელთაც დიდი გამოყენება აქვთ მრეწველობასა და ყოფაცხოვრებაში. ხსნის ოქროს, ვერცხლს, თუთიას, ტყვიას, სპილენძს, კალას, ნატრიუმსა და ზოგიერთ სხვა მეტალს. ვერცხლისწყალი და მისი შენაერთები ფართოდ გამოიყენება ტექნიკაში, ქიმიურ მრეწველობაში, მედიცინაში, სოფლის მეურნეობაში, მეორადი ალუმინის გადამუშავებაში, საიუველირო საქმეში და სხვ. მეტად პერსპექტიულია ვერცხლისწყლის შენადნობის (ცეზიუმთან ერთად) გამოყენება სამუშაო ტანად იონურ ძრავებში. აღსანიშნავია, რომ ადრე ვერცხლისწყალს იყენებდნენ ნაკეთობათა მოვერცხლისათვის ალმალგამირების მეთოდით, მაგრამ თანამედროვე პირობებში ამ მეთოდზე უარი ითქვა ვერცხლისწყლის ტოქსიკურობის გამო.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები