ვექილოვი ივანე
ივანე დავითის ძე ვექილოვი - (06.12.1894-16.06.1953), სომეხი არ ტილერიის გენერალ-ლეიტენანტი (15.07.1943).
დაიბადა ტფილისის გუბერნიის, სოფ. ცარსკი კოლოდეცში (ახლ. ქ. დედოფლისწყარო). 1912 წელს დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი. 1914 წელს დაამთავრა პეტროგრადის საარტილერიო სასწავლებელი. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში, ღებულობდა მონაწილეობას სარიყამიშის ბრძოლაში, კავკასიის სამხედრო მოქმედებათა თეატრზე.
1918 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში.
1925 წელს დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი.
1925-1930 წლებში მსახურობდა სომხეთის სამთო-მსროლელი დივიზიის პოლკის მეთაურად.
1939-1940 წლებში მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში.
მონაწილეობდა (1941-1945) წლების სსრკ დიდ სამამულო ომში.
1941 წელს მსახურობდა სამხრეთის ფრონტის არტილერიის შტაბის უფროსად.
1942 წლის 10 იანვარს მიენიჭა არტილერიის გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
მონაწილეობდა ოდესის დაცვაში, სტალინგრადის ბრძოლაში, ბელორუსიის, კორსუნ-შევჩენკოვოს, ვისლა-ოდერის და პომერანიის ოპერაციებში.
აგრეთვე მონაწილეობდა სევასტოპოლის, ბობრუისკის, ლუბლინოს, უნგრეთის რიგი ქალაქების, ზემო სილეზიის ბრძოლებსა და ბერლინის აღებაში. მსახურობდა ფრონტის არტილერიის უფროსის მოადგილედ, წითელი არმიის შტაბის უფროსის მოადგილედ.
1943 წლის ივნისიდან მსახურობდა წითელი არმიის არტილერიის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსად.
1946 წლიდან კითხულობდა ლექციებს გენერალური შტაბის აკადემიაში.
1952 წელს დაამთავრა ვოროშილოვის სახ. გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია.
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ლენინის, 3 წითელი დროშის, სუვოროვის III, კუტუზოვის III და ბოგდან ხმელნიცკის III ხარ. ორდენებით.
გარდაიცვალა მოსკოვში, დაკრძალულია იქვე.