ვექტორების ჯამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვექტორების ჯამი – ერთ წერტილზე მოდებული ორი Veqtoruli namravli001.png და Koo005.png ვექტორების ჯამი ტოლია ისეთი Veqtoreb005.png ვექტორისა, რომელიც Veqtoruli namravli001.png და Koo005.png ვექტორებზე აგებული პარალელოგრამის დიაგონალს წარმოადგენს.

Veqtorebis jami.png

ვექტორების შეკრების ამ წესს ეწოდება არაკოლინეარული ვექტორების შეკრების პარალელოგრამის წესი.

ერთ სიბრტყეში მდებარე და ერთ წერტილზე მოდებული ორზე მეტი არაკოლინეარული ვექტორების შეკრება ხდება ე. წ. მრავალკუთხედის წესით; ეს ვექტორი იმავე წერტილზეა მოდებული და მრავალკუთხედის ჩამკეტ ვექტორს წარმოადგენს.

ერთ წერტილზე მოდებული სამი არაკომპლანარული ვექტორების შეკრების დროს სარგებლობენ პარალელეპიპედის წესით: თუ სამი Veqtorebis009.png ვექტორები მოდებულია ერთ საწყის წერტილზე და ამ ვექტორებზე აგებულია პარალელეპიპედი, მაშინ ამ ვექტორების Veqtorebis011.png ჯამი წარმოადგენს ამ პარალელეპიპედის დიაგონალს, გამოსულს ვექტორთა საერთო სათავიდან.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები