ვიბრანტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიბრანტი – (ლათ. vibro – ვარხევ), მთრთოლი, თანხმოვანი ბგერა, რომლის წარმოქმნისას ჰაერნაკადის ვიწრო გასასვლელი პირის ღრუში რიტმულად ფართოვდება და ვიწროვდება, რაც იწვევს -ს ტიპის ბგერის წარმოქმნას. სალიტერატურო ქართულში ასეთია სონორი – . მისი წარმოთქმისას ენის წვერის ვიბრაცია ავიწროებს და აფართოებს ჰაერნაკადის გასასვლელს ზედა საჭრელი კბილების ნუნებთან. ამ დროს ენის წვერი შეიძლება ეხებოდეს ნუნებს, რის გამოც წინაენისმიერ ვიბრანტს ხშულ-ნაპრალოვან ბგერასაც უწოდებენ. მაგრამ ენის წვერის ნუნებთან კონტაქტი -ს წარმოთქმისათვის აუცილებელი არაა, ხოლო იმ შემთხვევებში, როცა იგი ხდება, მას მაინც ვერ გავუტოლებთ ხშვას – იგი გზას არ უკეტავს და არ წყვეტს ჰაერნაკადს. რომლის წარმოთქმისათვის არსებითია ჰაერნაკადის გასასვლელის მკვეთრი დავიწროება-გაფართოება, ხოლო აღქმისათვის – ამასთან დაკავშირებული ბგერითი ტალღის ინტენსივობის რიტმული ცვლა.

ზ. ჯაფარიძე



ლიტერტურა

ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., 1949.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები