ვიბრაციული დაავადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიბრაციული დაავადება – პროფესიული დაავადება, რომელსაც იწვევს სისტემატური მუშაობა ვიბრაციულ ჩარხზე, მანქანაზე, სტენდზე და სხვა ანალოგიურ დანადგარზე. ვიბრაციის ტრამვული მოქმედება დამოკიდებულია არა მარტო დრეკადი სხეულების კონსტრუქციების, ნაგებობების (როტორული მანქანები, საბურღი და სახეხი ჩარხები, ელექტრობურღი, სამოქლონავი ჩაქუჩი და სხვ.) ინტენსიურ და ხანგრძლივ რხევებზე, არამედ ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობაზეც. ვიბრაციული დაავადება ძირითადი სიმპტომებია: ტკივილი ხელებისა და ფეხების მიდამოებში, ხელის თითების გათეთრება, ხელებისა და ფეხების კრუნჩხვა, მგრძნობიარობის მოშლა, ცუდი ძილი, თავის ტკივილი. მკურნალობა – სამკურნალო ტანვარჯიში, საკურორტო მკურნალობა, ვიტამინები, სისხლძარღვების გამაფართოებელი, განგრენის მაბლოკირებელი საშუალებები და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები