ვივალდი ანტონიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონიო ვივალდი

ვივალდი ანტონიო - (იტალ. Antonio Vivaldi, (4. III. 1678, ვენეცია, – 28. VII. 1741, ვენა), იტალიელი კომპოზიტორი, მევიოლინე და პედაგოგი. სწავლობდა ჯ. ლეგრენცისთან (კომპოზიცია) და თავის მამასთან ჯოვანი ბატისტასთან (ვიოლინო). 1741-იდან ვენეციაში ხელმძღვანელობდა კონსერვატორიის „დელა პიეტას“ ორკესტრსა და გუნდს.

ვივალდი XVIII ს-ის გამოჩენილი კომპოზიტორი და იტალიური სავიოლინო სკოლის უდიდესი წარმომადგენელია. მან შექმნა საკრავიერი სოლო კონცერტის ჟანრი, გავლენა იქონია ვირტუოზული სავიოლინო ტექნიკის განვითარებაზე. ვივალდი საანსამბლო-საორკესტრო კონცერტის – „კონჩერტო გროსოს“ ოსტატია. დაწერილი აქვს ოპერები (40-მდე), კანტატები, სიმფონიები, 460-ზე მეტი კონცერტი, მათ შორის პროგრამულ-სიმფონიური მუსიკის ადრეული კლასიკური ნიმუში „წელიწადის დრონი“, საეკლესიო ნაწარმოებები და სხვ.





წყარ

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები