ვიზე ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმერ ვიზე

ვლადიმერ ვიზე – (რუს: Владимир Юльевич Визе 1886—1954), გერმანული წარმოშობის რუსი მეცნიერი, მეტეოროლოგი, ოკეანოგრაფი და მოგზაური; ბევრი საინტერესო შრომის ავტორი; მათ შორის საყურადღებოა:
1) „გ. ი. სედოვისს პოლარული ექსპედიციის მეტეოროლოგიური დაკვირვებანი“;
2) „ანდრეევის მიწა“;
3) „პეჩორის ზღვის ზამთრის რეჟიმი“;
4) „დაკვირვებანი წყლის ზედაპირულ ფენაზე ბარენცისა და კარის ზღვებში“;
5) „ჰიდროლოგიური დაკვირვებანი ღრმა წყლებში";
6) „საბჭოთა არქტიკის ზღვების კლიმატი“;
და სხვ.

ვიზეს მთავარი შრომები „უმთავრესად ეხება რუსეთის არქტიკულ ზღვების ატმოსფეროს ცირკულაციას, ოკეანოლოგიას და სსრკ-ის ტერიტორიაზე ამინდის წინასწარ გამორკვევის მეთოდებს: ვიზე მონაწილეობას იღებდა სედოვის პოლარულ ექსპედიციაში (1912–1914 წ.წ.); 1928 წ. იყო ექსპედიციის უფროსი ყინულმჭრელ „მალიგინზე", რომელიც გაიგზავნა შპიცბერგენთან დაღუპულ დირიჟაბლ „იტალიის“ რაზმის საძებრად. 1932 წ. ვიზე იყო მეცნიერული ხელმძღვანელი ყინულმჭრელ „სიბირიაკოვის” ლაშქრობისა, რომელიც მოეწყო არხანგელსკიდან წყნარ ოკეანეში (ციმბირის ნაპირების შემოვლით) ერთი ნავიგაციის განმავლობაში.


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები