ვითარებითი ბრუნვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვითარებითი ბრუნვა – სახელის ფორმა, რომელიც შედის ბრუნების პარადიგმაში. თანამედროვე სალიტერატურო ქართულში წარმოდგენილია თანხმოვანფუძიანებთან -ად, ხმოვანფუძიანებთან - ბოლოსართით (ძვირ-ად, ქალაქ-ად, სარკე-დ, უთო-დ…). ძველ ქართულში გვხვდებოდა ოდენ - სუფიქსიც (ჯოჯოხეთ-ა, სადიდებელ-ა) ვითარებითის ნიშნად მიიჩნევენ - და სუფიქსსაც ძვველ ქართულში (ჩემ-და, შენ-და…).

ვითარებით ბრუნვაში დასმული სახელი გამოხატავს ვითარებას (კარგ-ად ვარ), გარდაქცევას (კატ-ად იქცა), მიმართულებას (სახლამდე მიაღწია), ფინალურ მომენტს ტემპორალურ ასპექტში (შვიდ საათამდე მეძინა).

ვითარებითი ბრუნვა დაირთავს მხოლოდ -მდე || -მდის (საშუალ ქართულში – -მდინ, -მდისინ…) თანდებულს. ძველ ქართულში -კერძო თანდებულსაც დაირთავდა („ჩრდილოჲთ კერძო“).

ვითარებითი ბრუნვა ერთ-ერთი უძველესი ბრუნვაა. წარმომავლობით მას ურარტულ -ედი სუფიქსს უკავშირებდნენ (არნ. ჩიქობავა). ვითარებითი ბრუნვის თანხმოვან ელემენტს ხედავენ მოქმედებითი ბრუნვისნიშნისეულ - ბგერაშიც; სხვა თვალსაზრისით, ვითარებითი ბრუნვის ნიშნის არქეტიპადა და სუფიქსს აღადგენენ (-ადა || -ად და -დ).

თ. გაბუნია



ლიტერტურა

  • შანიძე ა. ქართული გრამატიკა, I. მორფოლოგია, ტფ. 1930;
  • ჩიქობავა არნ. მიმართულებითი ბრუნვის მნიშვნელობის, წარმოებისა და ისტორიისათვის. – „ენიმკის მოამბე“, 1937, ტ. 1; სახელის ბრუნების ისტორიისათვის ქართველურ ენებში, წგ. 1, ე. თოფურიას რედ., თბ., 1956.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები