ვილა-ლობოსი ეიტორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეიტორ ვილა-ლობოსი

ვილა-ლობოსი ეიტორ - (პორტ. Heitor Villa-Lobos, (8. III. 1887, რიო-დე-ჟანეირო, – 17. XI. 1959, იქვე), ბრაზილიელი კომპოზიტორი, დირიჟორი, ფოლკლორისტი, პედაგოგი.

1905-12 მოგზაურობდა ქვეყანაში, იწერდა ხალხურ მუსიკას. 1915-იდან გამოდიოდა საავტორო კონცერტებით. 1923-30 უპირატესად ცხოვრობდა პარიზში, ურთიერთობა ჰქონდა მ. რაველთან და დე ფალიასთან. 30-იან წლებში ჩაატარა დიდი მუშაობა მუსიკალური განათლების ერთიანი სისტემის ორგანიზაციისათვის ბრაზილიაში, დააარსა მუსიკალური სკოლები და საგუნდო კოლექტივები, საგუნდო სიმღერის ეროვნული კონსერვატორია (1942), იყო ბრაზილიის სამუსიკო აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1945) და პრეზიდენტი გამოდიოდა როგორც დირიჟორი, პროპაგანდას უწევდა ბრაზილიურ მუსიკას.

ვილა-ლობოსის შემოქმედება ღრმად ეროვნულია და ამავე დროს ორგანულად არის დაკავშირებული თანამედროვე ევროპული მუსიკის ზოგიერთ სტილისტურ ტენდენციასთან. ვილა-ლობოსის მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: 14 „შორო“ – ორკესტრისა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის (1927-28), „ბრაზილიური ბახიანები“ (9 სიუიტა, 1930-44), ოპერები, ბალეტები, სიმფონიები, 17 კვარტეტი, კონცერტები სხვადასხვა საკრავისათვის, 3 საფორტეპიანო სიუიტა – „ბავშვის სამყარო“ (1918, 1921, 1926) და სხვ. ვილა-ლობოსის შემოქმედება ლათინურ-ამერიკული მუსიკის ერთ-ერთი მწვერვალია. 1986 რიო დე-ჟანეიროში დაარსდა ვილა-ლობოსის მუზეუმი.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები