ვილმოში ჟიგმონდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟიგმონდ ვილმოში

ჟიგმონდ ვილმოში – უნგრელი და ამერიკელი კინოოპერატორი (1930 –2016), პრემია „ოსკარისა” და BAFTA-ს მფლობელი.

კინოოპერატორის ოსტატობას სწავლობდა ბუდაპეშტის თეატრისა და კინოს აკადემიაში. მიიღო მაგისტრის ხარისხი კინემატოგრაფიის დარგში. ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა ოპერატორად კინოსტუდიაში.

ვილმოში ბუდაპეშტის 1956 წლის მოვლენების შემდეგ ავსტრიაში გაიქცა და იქიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც შედგა მისი როგორც კინოოპერატორის დებიუტი 1963 წელს ფილმით „სადისტი” (რეჟისორი ჯეიმს ლენდისი). შემდგომ გადაიღო ოთხმოც ფილმზე მეტი.

ჟიგმონდ ვილმოში იყო კინემატოგრაფისტთა ამერიკული საზოგადოების წევრი. არის მრავალრიცხოვანი ნაციონალური და საერთაშორისო პრემიების ნომინანტი და ლაურეატი.

ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  1. 1963 – „სადისტი”
  2. 1971 – „მაქეიბი და მისის მილერი”
  3. 1973 – „საფრთხობელა”
  4. 1974 – „შუგარლენდის მატარებელი”
  5. 1977 – „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები” (პრემია „ოსკარი” ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისთვის)
  6. 1978 – „ირმებზე მონადირე” (ბრიტანეთის კინოაკადემიის პრემია BAFTA ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისთვის)
  7. 1980 – „სამოთხის კარიბჭე”
  8. 1984 – „მდინარე”
  9. 1987 – „ისთვიქელი ჯადოქრები”
  10. 1993 – „ნაფოტი”
  11. 2001 – „ცხოვრება როგორც სახლი”
  12. 2004 – „ქალიშვილი ჯერსიდან”
  13. 2004 – „მელინდა და მელინდა”
  14. 2006 – „შავი ორქიდეა”
  15. 2007 – „კასანდრას ოცნება”
  16. 2010 – „შენ შეხვდები საიდუმლო უცნობს”
  17. 2013 – კანის სკფ, პრიზი Pierre Angénieux Excellens in Cinematography

და სხვ.


წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VIII

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები