ვილჰელმ ტელი (შილერი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ვილჰელმ ტელი“ – გერმანელი დრამატურგის ფრიდრიხ შილერის პიესა, (1804).

თავისუფლებისათვის ბრძოლას ეძღვნება დრამა „ვილჰელმ ტელი“. სიუჟეტი შილერმა შვეიცარიის ისტორიიდან აიღო და მასში ცვლილებები შეიტანა. მოქმედება შუასაუკუნეებში ვითარდება. შვეიცარიელი გლეხები ქვეყნის გათავისუფლებისათვის ებრძვიან ავსტრიელებს. შილერმა ავსტრიელები ფეოდალურ ტირანებად გამოიყვანა, ხოლო შვეიცარიელი ხალხი – დემოკრატიული იდეების გამომხატველად და თავისუფლებისათვის მებრძოლად. შილერთან, ავსტრიელი ფეოდალების უსამართლობა აიძულებს ხალხს თავის დაცვას. დრამის დასაწყისში პიესის პერსონაჟებს: შტაუფახერს წაართმევენ სახლს, მელხტალს თვალებს თხრიან, ხალხს ართმევენ საკუთრებას. ხალხი აღდგება ავსტრიელ ფეოდალთა წინააღმდეგ. ვილჰელმ ტელი მშვიდი ადამიანია, თავიდან უარყოფს ძალადობას. ავსტრიელთა ქმედებები მას აიძულებს მაინც აიღოს იარაღი ხელში. ვილჰელმი როცა გადაწყვეტს ავსტრიელი ჰესლერის მოკვლას, თავიდან თავის ხელით არ უნდა რომ მოკლას. ნავს მიუშვებს აბობოქრებული ტბის ტალღებში იმის იმედით, რომ ბუნება სამაგიეროს გადაუხდის. ჰესლერი გადარჩება და განაგრძობს შვეიცარიელებისადმი სასტიკ მოპყრობას. ვილჰელმ ტელი გადაწყვეტს, თავის ხელით გაუსწორდეს ტირანს და კლავს ჰესლერს მშვილდისრიდან გასროლილი ისრით. „ვილჰელმ ტელის“ – მთავარი გმირი ხალხია. პიესაში ხალხის ერთობაა ნაჩვენები, სამი სხვადასხვა კანტონი ერთიანდება ტირანიის წინააღმდეგ.

შილერმა პარალელი გაავლო ჯერ კიდევ ცალკეულ საჰერცოგოებად დაყოფილ გერმანიასთან.

მაკა ვასაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები