ვიმპერგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიმპერგი

ვიმპერგი – (გერმ. Wimperg), ჩუქურთმიანი ფრონტონი გოთური შენობის კარის ან სარკმლის ღიობის თავზე. როგორც წესი, ბოლოვდება ფლერონით, ხშირად მორთულია ჩუქურთმებით, კიბორჩხალებითა და სხვა დეკორატიული ელემენტებით. ვიმპერგის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულებაა ნაგებობის სიმაღლის მხედველობითი გაზრდა. მისი გამოყენება არქიტექტურაში საფრანგეთში დაიწყეს XII ს. ბოლოსა და XIII ს. დასაწყისში, როგორს ნაწილი დროებითი ხის სახურავისა, ტაძრებისა და სამლოცველოების რეკონსტრუქციის პროცესში. XIII ს. ბოლოდან კი დაიწყეს ქვის ვიმპერგების გამოყენება, როგორც ტაძრის ფასადის დეკორატიული ელემენტისა და ის გახდა გოტიკური არქიტექტურის ერთ-ერთი მთავარი ტიპური ელემენტი.






წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები