ვინოგრადოვის საშუალო კულტურულ-ტექნიკური სასწავლებელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვინოგრადოვის საშუალო კულტურულ-ტექნიკური სასწავლებელი - სკოლაში იყო ორი განყოფილება: მიწისმზომელ-აგრონომიული და სოფლის მეურნეობა-ჰიდროტექნიკური. ორივე განყოფილებაზე მოსწავლეები, თეორიულ ცოდნასთან ერთად, ეუფლებოდნენ პრაქტიკულ ჩვევებს მიწების აზომვისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მოწყობის, ასევე, მთელი რიგი სასოფლო-სამეურნეო საქმეების პრაქტიკულად ათვისებაში.

სასწავლებელი დაარსდა და მისი მუშაობის სპეციალური დებულება შემუშავდა (1915). კერძო სასწავლებლის დამფუძნებელი იყო ინჟინერი მ. ნ. ვინოგრადოვი. რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ჯერ ამიერკავკასიის მთავრობა ზედამხედველობდა, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი შედიოდა მიწათმოქმედების სამინისტროს დაქვემდებარებაში და ყველა უფლებით გათანაბრებული იყო სახელმწიფო სასწავლებლებთან. სასწავლებელში მიმდინარე სასწავლო პროცესს მეთვალყურეობდა განათლების სამინისტროს სატეხნიკო და საპროფესიო სასწავლებელთა მთავარგამგე. ვინოგრადოვს ჰქონდა კერძო კურსებიც, რომელიც, მისი სასწავლებლისგან განსხვავებით, უფრო მრავალპროფილიანი იყო. კურსები ემსახურებოდა არქიტექტორების, საგზაო მშენებლობის, ჰიდრო და ელექტროტექნიკოსების, ტყის, სასოფლო-ტექნიკური, ქიმიური, სამთო და სხვა დარგების სპეციალისტთა მომზადებას. სასწავლებელში სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, მაგრამ სწავლობდნენ ქართველებიც. მაგ.: გენერალი ი. გედევანიშვილი 1918 წლის დეკემბერში ატყობინებდა განათლების სამინისტროს, რომ ამ სკოლის ორი მოსწავლე - ჭეიშვილი სიმონი და ლომთაძე დიმიტრი - მის პოლკში იმყოფებოდა ბრძოლის ველზე და „მათ თავიანთი ადგილები უნდა შენახვოდათ“. (დოდო ჭუმბურიძე)

ლიტერატურა

სცსა, 1935, აღ. 1, საქ. 308, ფ. 1-17; ფ. 30.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები