ვირთევზების ოჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვირთევზების ოჯახი – Gadidae

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ვირთევზასნაირნი
ოჯახი: ვირთევზასებრნი

თევზების ოჯახი ვირთევზასნაირთა რიგისა. სხეული მეტ-ნაკლებად წაგრძელებულია და წვრილი ციკლოიდური ქერცლითაა დაფარული. ყველა ფარფლი წვეტიან-ქიცვიან სხივებს მოკლებულია. ზურგის სამი ფარფლი აქვს, აქედან ორი, ან ერთი წაგრძელებულია. ანალური ფარფლი ორი ან ერთია. კუდის ფარფლი სრულიად სიმეტრიულია და მისი ფუძე ლანცეტისებურია. მუცლის ფარფლები მკერდის ფარფლების ქეეშ ან მათ წინაა მოთავსებული. ნიკაპზე, ჩვეულებრივ, ულვაში აქვს. არჩევენ ვირთევზების ორ ჯგუფს; 1) ღლაბუტასებურებს ერთი დიდი ანალური ფარფლითა და ზურგის ორი ფარფლით და 2) ვირთევზასნაირებს – ორი ანალური და ზურგის სამი ფარფლით. ღლაბუტასებურების ქვირითი ცხიმოვანი წვეთითაა აღჭურვილი და ლარვებს წაგრძელებული მუცლის ფარფლები აქვთ, ხოლო ვირთევზასნაირების ქვირითს ცხიმოვანი წვეთი არა აქვს, ლარვებს კი ნორმალური მუცლის ფარფლები გააჩნიათ. თითქმის ყველა ვირთევზა ზღვის თევზია, გარდა ღლაბუტასი, რომელიც მტკნარი წყლის მუდმივი ბინადარია.

ვირთევზები გავრცელებულია ჩრდილოეთის ზღვებში, ატლანტისა და წყნარი ოკეანეების ზომიერ ზღვებში და ხმელთაშუა ზღვაში. ყოფილ საბჭოთა კავშირის ფარგლებში ყველა ღია ზღვაში გვხვდება: შავ, ბალტიის, ბარენცის, თეთრ, კარის, ბერინგის, ოხოტის და იაპონიის, მტკნარი წყლების დიდ უმრავლესობაში ფართო გავრცელებისაა გარდა ყირიმისა, კავკასიისა და სხვ.

წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები