ვირიდარიუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვირიდარიუმი (დეკორატიული ბაღი, სვეტნარიანი ბაღი), − (ლათ. viridis მწვანე),
- ძველ რომში წარმოშობილი, მცირე ზომის, ხშირად ყვავილების კვლებით მორთული ექსტრავაგანტური ბაღი, რომელიც მოქცეულია მონასტრების პერისტილურ ეზოში ან დიდი სახლების კავედიუმის ან პერისტილის შიგნით. მის მომვლელ მებაღეს ძველად ვირიდარიუსი ან ტოპიარიუსი ეწოდებოდა;
- მწვანით შემოსილი ადგილი; ხეების პლანტაცია; სიამოვნების ბაღი.