ვიქტიმოლოგია
ვიქტიმოლოგია - (victimology), კრიმინოლოგიის ქვედარგი, რომელიც შეისწავლის დამნაშავეს, დანაშაულსა და მსხვერპლს შორის ურთიერთობას. ეს სფერო ხშირად ამოვარდნილი იყო კრიმინოლოგთა ინტერესებიდან და მასზე მსჯელობა მხოლოდ ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა.
1965 წ. აშშ–ში მოეწყო ფართო განხილვა დანაშაულთა სტატისტიკის საკითხებზე, სადაც გაირკვა, რომ არშეტყობინებულ დანაშულთა „შავი სია“ ბევრად აჭარბებდა ნავარაუდევს, ასევე მსხვეპლის რიცხვი, დანაშაულის ალბათობა არათანაბრად ნაწილდებოდა სხვადასხვა კლასებსა და ეთნიკურ ჯგუფებს, ასევე ქალებსა და მამაკაცებს შორის, ამას გარდა, შიდა ქალაქების მცხოვრებნი, სამართალდამცავთა სიჭარბის მიუხედავად, უფრო მეტად იმყოფებოდნენ დანაშაულთა რისკის ქვეშ.
თოერიული მიდგომები ვიქტიმოლოგიისადმი მდგომარეობს მსხვერპლსა და დამანშავეს შორის ურთიერთობის ბუნების გამოვლენაში, კერძოდ, დაფუძნებულია „მსხვერპლის მიერ დანაშაულის პროვოცირებაზე“. გარკვეულ შემთხვევებში (მაგალითად, გაუპატიურებასთან დაკავშირებით), ეს ფსიქოლოგიური მიდგომა ბრალს სდებდა დაზარალებულს დანაშაულის პროვოცირებაში. ამდენად, ვიქტიმოლოგია უკავშირდება დანაშაულში შერეული პასუხისმგებლობის საკითხს.