ვიქტორ გაბესკირიას მოედანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვიქტორ გაბესკირიას მოედანი – მოედანი თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი); სპარტაკის, ვიქტორ გაბესკირიას, ტირიფონის ქუჩებსა, გრემის შესახვევსა და სპარტაკის გასასვლელს შორის. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წლის შედგენილ ქუჩების და მოედნების სიაში შეტანილია როგორც თრდატოვის მოედანი. 1923 წელს — სტეფანე ბალმაშევის, 1992 ვიქტორ გაბესკირიას სახელი დაერქვა. აქვს 1 ჩიხი.