ვიშნევსკაია გალინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გალინა ვიშნევსკაია

ვიშნევსკაია გალინა პავლეს ასული - (რუს. Гали́на Па́вловна Вишне́вская 25. X. 1926, ლენინგრადი 11 დეკემბერი 2012, მოსკოვი), რუსი მომღერალი (სოპრანო), სსრკ. სახალხო არტისტი. 1952-74 სსრკ დიდი თეატრის სოლისტი, რომლის ხელოვნებამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა. გამოდიოდა აგრეთვე როგორც საკონცერტო მომღერალი, (ჩაიკოვსკის, მუსორგსკის, შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები).

ვიშნევსკაიას მიერ შესრულებული საუკეთესო პარტიებია: აიდა (ვერდის „აიდა“), ჩიო-ჩიო-სანი (პუჩინის „ჩიო-ჩიო-სანი“), ტოსკა (პუჩინის „ტოსკა“), ტატიანა (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“) და სხვ. მას მიუძღვნეს ნაწარმოებები ბ. ბრიტენმა, დ. შოსტაკოვიჩმა. გადაღებულია ფილმ-ოპერაში „კატერინა იზმაილოვა“ მთავარი როლის შემსრულებლად.

1974-იდან თავის მეუღლესთან, გამოჩენილ მუსიკოსთან მ. როსტროპოვიჩთან ერთად უცხოეთში (აშშ, საფრანგეთი, და სხვ.) იმყოფებოდა. 1990-იანი წლებიდან პერიოდულად რუსეთში იმყოფებოდა. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, მართავდა „მასტერ-კლასებს“. ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნისა „გალინა“ (1984), რომელიც მრავალ ენაზეა თარგმნილი.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები