ვოან უილიამსი რალფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვოან უილიამსი რალფი - (ინგ. Ralph Vaughan Williams 12. X. 1872, დაუნ-ამპნი, გლოსტერშირი, – 26. VIII. 1958, ლონდონი), ინგლისელი კომპოზიტორი, ორგანისტი, მუსიკის-საზოგადო მოღვაწე, ინგლისური მუსიკის ფოლკლორის შემკრები და მკვლევარი. სამეფო მუსიკალური კოლეჯის პროფესორი (კომპოზიცია, 1921-იდან). ახალი ინგლისური საკომპოზიციო სკოლის ე.წ. „ინგლისური მუსიკის რენესანსის“ ერთ-ერთი ფუძემდებელი. თავის შემოქმედებაში ემყარებოდა ინგლისურ მუსიკის ფოლკლორისა და XVI–XVII სს. ოსტატთა ტრადიციებს.
ნაწარმოებები: 5 ოპერა, 3 ბალეტი, ორატორიები და კანტატები, 9 სიმფონია და სხვ.