ვოეიკოვი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ვოეიკოვი

ალექსანდრე ვოეიკოვი – (რუს. Александр Иванович Вое́йков; 1842-1916 წ.), რუსეთის გამოჩენილი კლიმატოლოგი, გეოგრაფი და მოგზაური, რომელიც სურდა „ეხილა და შეესწავლა ბუნება უშუალოდ, და არა მარტო წიგნებით". ის იყო ცოცხალი ხასიათისა და დიდი გონების ადამიანი, მისი ინტერესები მრავალფეროვანი იყო;

XIX წარსულ საუკუნის 60-იან წლებში ის სწავლობდა ჯერ ლენინგრადში და შემდეგ ბერლინში, ჰაიდელბერგსა და გეტინგენში. 1870 წ. მან ინახულა კავკასია, იყო ბაქოში, ლენქორანში დაღესტანსა და კრასნოვოდსკში; 1872 წ. ზაფხულში ვოეიკოვმა იმოგზაურა გალიციაში, ბუკოვინაში, მოლდავეთში, ვალახეთში, ტრანსილვანიასა და უნგრეთში (ნიადაგების შესასწავლად და შავმიწა ნიადაგების გამოსაკვლევად). შემდეგ ვენის, ბერლინისა და გოთას გავლით გაემართა ჩრდილო ამერიკისაკენ. 1873 წლის დასაწყისში ის ჩავიდა ნიუ-იორკში, და იმავე წლის ზაფხულში კი მან იმოგზაურა აშშ-სა და კანადაში. 1874 წ. დასაწყისში ვოეიკოვმა ინახულა იუკატანი, მექსიკა, გვატემალა და პანამა; შემდეგ გემით იმოგზაურა მთელი სამხრეთ ამერიკის ირგვლივ. წყნარი ოკეანის სანაპიროდან ის ავიდა ანდებზე, ინახულა ტბა ტიტიკაკას ნაპირები და ქალაქი ლიმა. მდინარე ამაზონზე მოგზაურობის დროს ის მივიდა სანტა-რემამდე. როდესაც ვოეიკოვი დაბრუნდა რუსეთში, ნიუ-იორკის გავლით, 1875 წ. მან მოაწყო ახალი მოგზაურობა შორეულ აღმოსავლეთში, სადაც ინახულა ინდოეთი, იავა, სამხრეთი ჩინეთი და იაპონია. იაპონიაში ვოეიკოვმა იცხოვრა ხუთ თვეს. ეს დრო მან დაუთმო ქვეყნის შესწავლას, რომლის ზოგიერთი ადგილის ჰავას ის დასავლეთ საქართველოს ჰავას ამსგავსებდა.

1877 წელს მან ლენინგრადში შეაჯამა თავის მოგზაურობათა შედეგები და დაამუშავა მოგზაურობის დროს დაგროვილი მასალები. 1880 წ. მოსკოვის უნივერსიტეტმა ვოეიკოვი აირჩია ფიზიკური გეოგრაფიის საპატიო დოქტორად. 1898 წ. მან ხელახლა ინახულა, მეცნიერული მიზნით, კავკასიის და ამიერკავკასიის შავი ზღვის სანაპირო. თავისი სიცოცხლის უკანასკნელ ხანებში ის დაინტერესებული იყო თურქესტანით და დაწერა შრომა „le Turkestan Russe“ („რუსეთის თურქესტანი“). ვოეიკოვის კაპიტალურ და კლასიკურ თხზულებას წარმოადგენს „დედამიწის და რუსეთის კლიმატი“. ა. ი. ვოეიკოვს ეკუთვნის 517 დაბეჭდილი შრომა რუსულ და უცხო ენებზე. ა. ი. ვოეიკოვის თხზულებათა თითქმის ამომწურავ ბიბლიოგრაფიას იძლევა:პ. ი. ნეკრასოვის წიგნი: „ა. ი. ვოეიკოვი –კლიმატოლოგი და გეოგრაფი“ (მ. 1940 წ.; გვ. 21–35).


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები