ვოკალიზაცია (სამედიცინო ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვოკალიზაცია - (vocalization), ბგერების გამოცემის ან სიტყვების წარმოთქმის აქტი. ტერმინი ყველაზე ხშირად გამოიყენება პანიკური, თავზარდამცემი კივილის აღსანიშნავად, რომელიც, ჩვეულებრივ, წარმოადგენს ძილის დროს საშინელებათა ეპიზოდის დასაწყისის ნიშანს, მაგრამ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ხმოვანთა, მთელი სიტყვების ან ფრაზების უნებლიე გამეორების აღსანიშნავად, რაც ფოკალური ეპილეფსიის ზოგიერთი ტიპისათვის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს.