ვოლგა (მდინარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვოლგა – (რუს. Во́лга) მდინარე რუსეთის ევროპულ ნაწილში. ვოლგა ევროპის უდიდესი მდინარეა, რომელიც გაუდინარ აუზს მიეკუთვნება. მისი სიგრძე შეადგენს 3530 კმ (წყალსაცავების შექმნამდე — 3690 კმ), აუზის ფართობი —1360 ათასი კმ2, საშუალო წლიური ხარჯი ქ. ვოლგოგრადთან 8060 მ/წმ, უფრო ქვემოთ მდინარე თავისი ხარჯის დაახლოებით 2%-ს აორთქლებაზე კარგავს.

სათავე ვალდაის მაღლობზე აქვს, 228 მ სიმაღლეზე, ხოლო შესართავი კი ოკეანის დონიდან 28 მ-ით დაბლაა. ჩაედინება კასპიის ზღვაში, სადაც წარმოქმნის საკმაოდ ვრცელ დელტას. ვოლგის მრავალრიცხოვანი შენაკადები (200-ზე მეტი) მარაოსებურად გაშლილ სისტემას ქმნის, ყველაზე დიდია კამა და ოკა, ვოლგის სისტემაში შემავალ ნაკადთა რაოდენობა 150 ათასს აღემატება. მათი ჯამური სიგრძე 14-ჯერ და უფრო მეტად აღემატება ეკვატორის სიგრძეს.

ვოლგა კვეთს ზომიერი სარტყლის ყველა ჰავის ტიპს და ბუნებრივ ზონას, რის გამოც ხასიათდება საკმაოდ რთული რეჟიმით. საზრდოობის მთავარი წყაროებია თოვლის ნადნობი, გრუნტის და წვიმის წყლები. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში.

წყალსაცავების შექმნამდე, რამაც მნიშვნელოვნად დაარეგულირა მისი ჩამონადენი, ვოლგაზე აღინიშნებოდა დონეების ძლიერი რყევადობა (11-დან 17 მ-მდე).

ძალიან დიდია ვოლგის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სარწყავი გამოყენება. არხებით დაკავშირებულია შავ, ბალტიის და თეთრ ზღვებთან.


წყარო

ევროპის ფიზიკური გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები