ვოლკოვეცი სტეფან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სტეფან ვოლკოვეცი – (უკრ. Степан Васильович Волковецький 1947), უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში (1998).
1969 დაამთავრა ლვოვის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1995 კი– იურიდიული ფაკულტეტი. ფიზიკის მეცნიერებათა კანდიდატი. ასწავლიდა ფიზიკასა და უმაღლეს მათემატიკას ივანო-ფრნკოვსკის გაზისა და ნავთობის ინსტიტუტში. 1989 იწყებს პოლიტიკურ მოღვაწეობას როგორც უკრაინის ეროვნული აღორძინების აქტივისტი. 1990 და 1994 ორჯერ იქნა არჩეული უკრაინის პარლამენტში, სადაც მუშაობდა სამანდატო კომისიაში, შემდეგ კი – უკრაინის უმაღლესი რადის საგარეო და დსთ-სთან კავშირის საქმეთა კომისიაში. 1992 და 1994 ორჯერ იქნა არჩეული ივანო-ფრანკოვსკის საოლქო საბჭოს სახალხო დეპუტატთა თავმჯდომარედ, 1994-97 ხელმძღვანელობდა ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციას.