ვოლტამპერფაზომეტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვოლტამპერფაზომეტრი – ავტომატიზებული უნივერსალური ხელსაწყო, რომლის დანიშნულებაა წარმოების მთავარი ენერგეტიკოსის, ავტომატიკისა და სარელეო დაცვის სამსახურის, ენერგოზედამხედველობისა და ენერგოგასაღების მუშაობის უზრუნველყოფა. მას შეუძლია მუდმივი ძაბვის, სამრეწველო სიხშირის, ცვლადი დენისა და ძაბვის, ძაბვასა და ძაბვას, დენსა და დენს, დენსა და ძაბვას შორის ძვრის კუთხისა და ერთდროულად წრედის სრული სიმძლავრის სიხშირისა და სამფაზა სისტემაში ფაზათა თანამიმდევრობის განსაზღვრა.