ვოსკანიანი სურენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სურენ ვოსკანიანი

სურენ სარქისის ძე ვოსკანიანი – (1920-1981), სომეხი შინაგანი სამსახურის გენერალ-მაიორი (1964).

დაიბადა ქ. თელავში. 1939 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ქ. თბილისში. მონაწილეობდა 1939-1940 წწ. საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომში და 1941-1945 წლების საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში. 900 დღე იმყოფებოდა ბლოკადის ლენინგრადში.

1946 წლამდე მსახურობდა ჯარში.

1947-1960 წლებში იმყოფებოდა საბჭოთა და პარტიულ სამუშაოზე: მუშაობდა ერევნის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად, სომხეთის ცეკას პასუხისმგებელ ორგანიზატორად, ერევნის საქალაქო კომიტეტის განყოფილების გამგედ.

1949 წელს დაამთავრა საკავშირო დაუსწრებელი იურიდიული ინსტიტუტი.

1960-1969 წლებში მუშაობდა სომხეთის სსრ შინაგან საქმეთა მინისტრის I მოადგილედ.

1971-1980 წლებში მუშაობდა სომხეთის სსრ საავტომობილო ტრანსპორტის მინისტრის მოადგილედ.

1981 წლიდან მუშაობდა სომხეთის სსრ ავტომოტო მოყ ვარულთა მოხალისე საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარედ.

საბრძოლო დამსახურებისთვის და ჯილდოებული იყო 2 წითელი ვარსკვლავის და სამამულო ომის I ხარ. ორდენებით.


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები