ვულგატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან

ალბრეჰტ დიურერი. წმინდა იერონიმი კელიაში. გრავიურა 1514 წ.
ვულგატა - (ეტიმ. ლათ. vulgata ხალხური, გავრცელებული). ბიბლიის ლათინური თარგმანი, რომელიც 383-406 წლებში, პაპ დამასუს I-ის დავალებით, წმიდა იერონიმემ შეასრულა. მრავალი საუკუნის მანძილზე, – ვატიკანის II კრების მიერ გატარებულ ლიტურგიულ რეფორმამამდე, ვულგატა ლათინური ეკლესიის ოფიციალური ტექსტი იყო, შემდეგ ტექსტი გადაიხედა და ნეოვულგატის სახელით გამოიცა.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013
- ქრისტიანობის ლექსიკონი