ზაალიშვილი ბესიკ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზაალიშვილი ბესიკ − (1965), პოეტი. გამოცემული აქვს კრებული − „რა კარგები ხართ მაღლიდან” (2014). მისი ლექსები შესულია კრებულში „ჩვენ რუსთაველები”.
- ბრავო
- სულს ხუნდივით ბოჭავს ხორცი,
- სული ვერ ძლებს უგარსოდ.
- ღამე, მიწის შესამოსი
- ნახატია უფასო.
- უანგაროდ იხარჯება
- დედამიწის სცენაზე,
- ქარს, ნიავად გარდასახულს,
- ემატება სინაზე.
- ყოველდღიურ პრემიერებს
- განა მუქთად ვესწრები?
- საფასურს კი იმით ვიხდი,
- რომ მისდევენ წლებს, წლები.
- თავის თავს თამაშობს ლექსიც,
- ალალ გულებს აჩუყებს.
- ჩამავალი მზის ალერსი,
- ტაშით დავასაჩუქრე.