ზაკვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზაკვი – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე, მთა სამსრის დასავლეთით, ზღვის დონიდან 1660-1800 მ სიმაღლეზე საკრებულოს ცენრი. მიდამოები უტყეოა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.
მოსახლეობის რიცხოვნობა – 785, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002). მოიპოვება ვულკანური წიდა.
სავარაუდოდ, სიტყვა უნდა უკავშირდებოდეს ძველ ქართულ სიტყვას „ზაკვას”, რაც ნიშნავს სიცრუეს, ვერაგობას, ღალატს. აქედანაა მიღებული სიტყვა „მზაკვარი”.