ზალდის წარწერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზალდის წარწერა 960 – სწორი ეპიგრაფიკული ნუსხურით შესრულებული რვასტრიქონიანი ქართული წარწერა, ამოკვეთილი სოფელ ზალდის (გორის რაიონის ქურთის თემის) ლალისის წმინდა გიორგის ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადის ბალავარში ჩასმულ ქვის ფილაზე. წარწერის ტექსტი ასე იკითხება: „ქრისტე, შეიწყალე გიორგი და ივანჱ, სამებობასა დადვეს საძირკველი ქრონიკონსა რპ“

თარიღის აღმნიშვნელი ასოები რპ ქვემოთ, ფილის კიდე სე არ ეტეოდა, ამიტომ ატანილია ზემოთ და ამოკვეთილია ტექსტის მეორე სტრიქონის გასწვრივ. მეოთხე სტრიქონში ასოებს სა ქარაგმის ხაზი არა აქვს: იგი შეიძლება გაიხსნას როგორც „სამებასა“, ისე „სამებობასა”. პირველ შემთხვევაში „უნდა ვიგულისხმოთ, რომ გიორგიმ და ივანემ დადვეს საძირკველი სამების სახელზე აგებული ეკლესიისა, ხოლო მეორე შემთხვევაში – ეკლესიის საძირკველი დადვეს სამებობა დღეს (ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს).

ენობრივი თვალსაზრისით საყურადღებოა, რომ წარწერის ტექსტში ე-ზე დაბოლოებული ადამიანის საკუთარი სახელი სახელობით ბრუნვაში გადმოცემულია ჱ-ით (ივანჱ).

ზალდის წარწერა მნიშვნელოვანია პალეოგრაფიულად, როგორც სწორი ეპიგრაფიკული ნუსხურით შესრულებული თარიღიანი წერილობითი ძეგლი და, ამდენად, ერთ-ერთი დასაყრდენი ქართული დამწერლობის ამ სახეობით შესრულებული ძეგლების X ან M-XI სს-ით დათარიღებისათვის.

ე. სილოგავა


ლიტერატურა

  • მეგრელიძე ი. სიძველეები ლიახვის ხეობიდან. – „მაცინე“ (ენისა და ლიტ. სერია), №2 1984;
  • ოთხმეზური გ. შიდა ქართლის მთიანეთის ეპიგრაფიკა. – კრ. ოსთა საკითხი, თაბ., 1996

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები