ზალკალიანი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი – (David Zalkaniani), საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დიპლომატი, 2004-2007 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში – აკრედიტებული ტაჯიკეთის რესპუბლიკაში, 2008-2009 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში.

დაიბადა 27 თებერვალი, 1968 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1992 – დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:
1992-1995 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ატაშე;
1995-1996 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2000 – ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი;
2000-2001 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის მრჩეველი;
2001-2002 – ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში წარმომადგენლის მოადგილე;
2002-2004 – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი;
2007-2008 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი;
2009-დან – თანამოაზრეებთან ერთად ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში, აქტიურად მონაწილეობდა „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის ჩამოყალიბებაში;
2012 წლის 1 ოქტომბერს – საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდგომ დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია;
2012-2014 – საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
2015-2016 – ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი;
2016-2018 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
2018-დან – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე 2020-დან – საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები