ზამთარაძე ვერიკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზამთარაძე ვერიკო − (1980), პოეტი, მთარგმნელი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტი. 1997 წლიდან იბეჭდება ქართულ პერიოდიკაში (პოეზია, წერილები, თარგმანები, მინიატურები). 2005-2010 წლებში იყო გამომცემლობა „ეროვნული მწერლობის” რედაქტორი. 2006 წლიდან მუშაობს ჟურნალ „ლიტერატურა და ხელოვნების” რედაქტორად. 2007 წლიდან „ახალგაზრდა ხელოვანთა სალონის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.
- დედა არწივი
- ნეტა რამდენად უნდა გამყიდოთ,
- რამდენმა უნდა დამინაწილოთ?
- მიმიხმობს სოფლად ჩემი აკიდო
- და დაჯიჯგნილი მაინც ვარწივობ!
- მკორტნეთ, გამთელეთ თქვენი შეხება
- ბრძოლის ყიჟინით სხეულს მიკაჟებს,
- ვერ დაგიტიათ ჩემმა ფეხებმა,
- მაგრამ რა ვუთხრა ხვალე იმ ვაჟებს,
- რომ დაუფლითეთ უფლის კვართივით −
- სამშობლო, მერე სულმთლად გაწირეთ.
- თუმც არ მქონია ბედი მარტივი,
- თქვენს ჯიბრზე მაინც დავზრდი არწივებს!