ზამთრის ტულასტომა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზამთრის ტულასტომა (ლათ. Tulastoma brumale Pers. რუს. Туластома зимная)
ქუდი – ბურთისებრი ფორმისაა, დიამეტრით 4-10 სმ-მდე, მასჯჟ გადაკრული აპკისებური გარსი, მოთეთრო-ჟანგმიწისფერა, წვერზე განვითარებული აქვს გამონაზარდი, რომელსაც პატარა ნახვრეტი ახასიათებს.
ფეხი – 3-6 სმ სიგრძისაა, ცილინდრულია, ქერცლოვან-ბოჭკოვა ზედაპირით, ძირში ბოლქვისებრია, მოყვითალო ან მურა-ყავისფე.
ნაყოფსხეული – მომწიფებისას გახევებულია, თავის ფორმას მომავალ გაზაფხულამდე ინარჩუნებს.
სპორები – სფეროსებრია, ჟანგმიწისფერი, 4-4,5 მკმ დიამეტრისა.
იზრდება ქვიშნარ ნიადაგზე მშრალ ადგილებში (ტყეში, ველზე სხვ.) გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. საჭმელად უვარგისია.