ზარდიაშვილი ვანო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვანო ზარდიაშვილი — დაიბადა 1982 წლის 12 სექტემბერს. — იურისტი, საჯარო მმართველობის აკადემიური დოქტორი
განათლება — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის აპარატის თანამშრომელი (2004)
- საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის თანაშემწე (2004)
- საქართველოს გენერალური პროკურორის მრჩეველი (2004-2006)
- თბილისის მერიის საერთო განყოფილების უფროსი (2007)
- თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის მოადგილე (2007-2010)
- თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი (2010 - 2012)
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2012-2013)
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი (2013)
- სახელმწიფო სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე (2013-2016)
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2019): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (18-11-2016-12-11-2019); იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი (27-12-2018-12-11-2019)