ზარი (მითი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარ-ი (აფხ. Зар) – ნართ ქალიშვილზე, სიუზე, შეყვარებულის – ახუშბას, სხვა ვერსიით, აირგების ასულის, ხანიას, გატაცების მსურველის, ხუაშას, ცხენი.

პირველი ვარიანტით, სიუსთან ორთაბრძოლაში დაჭრილი ახუშბასათვის მეგობრების მიერ თქმული სიმღერა ამშვიდებს მომაკვდავი პატრონის ბედით გულმოკლულ ცხენს (შდრ. ქართულ ფოლკლორში „მოტირალი ცხენის“ მოტივი). ამ სიმღერას ახუშბას ცხენის პატივსაცემად დაერქვა „აზარი“.

მეორე ვარიანტით, დამარცხებული ხუაშას ცხენს ნართ გუნდასთან ერთად შებორკავს და გაშოლტავს ხანია. შემდეგ ქალიშვილები შეთხზავენ სიმღერას შებორკილ ცხენზე. ამ ცხენის სახელი ზარი, გადმოცემის თანახმად, საფუძვლად დაედო მიცვალებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ჰიმნს, "ა-ზარს", რომელსაც აფხაზები დღესაც მღერიან გარდაცვლილთა სახელობის ცხენთა შეჯიბრებაზე.


ლიტერატურა

  • Приключения нарта Сасрыквы и его девяностадевяти братьев. М., 1962; Сух., 1988.
  • Ш. Д. Инал-ипа. Памятники абхазского фольклора. Сух., 1977;
  • ა. არაბული. ცხენი-პერსონაჟი ქართულ ფოლკლორში // ქართული ფოლკლორი. თბ., 1985. XV.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები