ზაფრანა
ალიესარჩული - ზაფრანა
ოჯახი - Iridaceae - ზამბახისებრი
ქვეოჯახი -Grocoidae - ზაფრანისებრთა
გვარი - Grocus - ზაფრანა (ალისარჩული)
სახეობა - G.soeciosus - სოსანი ზაფრანა.
ბალახოვანი მცენარეა, ბოლქვის მსგავსი ტუბერებით. მისი ყვავილი მარტოულია და კენწრული, იშვიათად – ორ-ორი, გვირგვინი ფურცლებშეზრდილია. ყვავილები აქტინომორფულია, ორსქესიანი. ყვავილსაფარი ორ წრედ არის განლაგებული და ექვსი ფოთლისგან შედგება, მტვრიანა 3, ნასკვი ქვედაა და 3 - ბუდიანი. ნაყოფი მრავალთესლიანი კოლოფია. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული, ხმლისებური ფორმის. ამ ოჯახის თითქმის ყველა მცენარე დეკორატიულია.

ზაფრანის, როგორც საკაზმ-სანელებლის, ცნობილი კულტურული ფორმაა Crocus sativus. ალისარჩულის თესლი შეიცავს 25-დან 37%-მდე ცხიმოვან ზეთს, 12-დან 22%-მდე ცილას, ლინონის მჟავას 80%-მდე, მათ იყენებენ სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად.
ეს მცენარე იზრდება ველებზე, ტყის პირას, მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე.
ზაფრანა – ბიბლიური მცენარე
„ბაღი ხარ დახშული, სძალო, დაო ჩემო, ჭა დაგმანული, წყარო დაბეჭდილი... ნარდით და ზაფრანით, ლერწმით და კინამოთი, ყოველგვარი გუნდრუკის ხითურთ, მურრით და ალოეთი, ყოველგვარი რჩეული სურნელებით“. (ქებათა ქება 4,12-14)