ზაფხულის მანჭკვალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Zafxulis manWkvala.PNG

ზაფხულის მანჭკვალა (ლათ. Kuehneromyces mutabilis (Schaett.: Fr.) Sing. Et A.H. Sm. რუს. Опёнок летний)

ქუდი – 6 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცულია, შემდეგ ბრტყელი, შუაში ბორცვაკი ახასიათებს. ზედაპირი ოდნავ ქერცლი; ვანია, მოყვითალო-მურაა. კიდეები უფრო მუქია. ფირფიტები შეზრდილია, თითქმის დაღმავალი; ჯერ ღია ფერისაა, შემდეგ მურა ელფერით.

ფეხი – 4-8 სმ სიგრძისაა და 0,5-1,5 სმ სისქისა, ცილინდრულია, ძირისკენ წვრილდება. ახასიათებს ქუდისფერი საყელო. ფეხი საყელოს ზემოთ თეთრია, მოყვითალო ელფერით, მის ქვემოთ კი მუქი მურაა.

რბილობი – მოთეთროა, სასიამოვნო გემოთი.

სპორები – კვერცხისებრ-ელიფსისებრია, ჟანგისფერი, 6-7X4-5 მკმ.

იზრდება ჯგუფებად დამპალ ფოთლოვან ხეებზე, იშვიათად წიწვიანზე, ზაფხულ-შემოდგომით. კარგი საჭმელი სოკოა, გამოიყენება ყველა სახით. ბევრ ქვეყანაში მისდევენ მის ხელოვნურად მოშენებას საწარმოო მასშტაბით.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები