ზდანოვიჩი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ზდანოვიჩი (მაიაშვილი)

ზდანოვიჩი გიორგი, (მაიაშვილი) – (1855–1917), პუბლიცისტი, ჟურნალისტი, კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე.

სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 1873 წლიდან — იქვე, სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში ქირურგიული განხრით. ჩაბმული იყო ხალხოსნურ რევოლუციურ მოძრაობაში, კავშირი ჰქონდა „კავკასიის რევოლუციურ წრესთან“. გარკვეული წვლილი შეიტანა რუსეთის რევოლუციური მოძრაობის ისტორიაში. იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1889) ერთხანს ქუთაისის სამიწათმოქმედო ბანკში მუშაობდა (საზედამხედველო კომიტეტის წევრად). იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებისა და შავი ქვის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარე (1896-1917). პუბლიცისტურ, კრიტიკულ-ლიტერატურულ წერილებს, სტატიებს საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეკონომიკის საკითხებზე აქვეყნებდა თბილისისა და ქუთაისის ქართულსა და რუსულ პრესაში. აღსანიშნავია: „წერილი ჩვენ საზოგადოებრივ მოღვაწეთა მიმართ“ (1882), „ძველი და ახალი თაობა და მათ გამო ლაპარაკი ჩვენში“ (1899), სტატია ბელინსკიზე (1888).



თხზულებანი

  • რჩეული ნაწერები, ტ. I - II, 1967-68 [[1]].

ლიტერატურა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები