ზედნადები დანახარჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზედნადები დანახარჯი - (overhead expense, charge), საწარმოს მართვისა და სამეურნეო მომსახურების დანახარჯი (ადმინისტრაციული პერსონალის შენახვის, შენობა-ნაგებობებისა და ინვენტარის მოვლა-რემონტის, შრომის უსაფრთხოებისა და სხვ.). ემატება საქონლის საწარმოებლად ან მომსახურების გასაწევად საჭირო ძირითად დანახარჯს და მასთან ერთად შედის თვითღირებულებაში.