ზეთოვანი ფერწერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზეთოვანი ფერწერა – უკვე ცნობილი იყო X საუკუნეში, მაგრამ ხმარებაში შემოვიდა XIV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში. ფერწერის ძირითადი სახე – XVI საუკუნიდან. საღებავთა ფხვნილების შემაკავშირებელ ნივთიერებად იხმარება სხვადასხვა ზეთი და ლაქი. ზეთოვანი საღებავებით წერენ ტილოზე, ხის ან ლითონის დაფაზე, მუყაოზე და ა.შ., რომლებიც დაფარულია თეთრი და ფერადი ქვეფენილით (წებოვანი, ზეთოვანი, ემულსიური და სხვ.). ზეთოვანი ფერწერა გამოიყენება აგრეთვე კედლების მოსახატავად. მის საღებავებს ახასიათებს თვალსაჩინო სიღრმე და გამჭვირვალება, რაც ხელსაყრელი პირობაა სინამდვილის რეალისტურად, განსაკუთრებული სისრულით ასახვისათვის.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები