ზემაღალი სიხშირის დაზიანება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზემაღალი სიხშირის დაზიანება - ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის დაზიანება ზემაღალი სიხშირის იარაღით, რომელიც ეფუძნება ზემაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური რხევების გენერაციის პრინციპს. ადამიანის ორგანიზმის უჯრედებზე ამ იარაღის ზემოქმედების დროს შეიძლება დაირღვეს მისი ფსიქიკა. საბრძოლო ტექნიკას აზიანებენ მასზე მაგნიტოთერმული ზემოქმედების გზით.