ზემო ენთელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზემო ენთელი – სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფხერის თემში, ფერსათის მთის სამხრეთით, ზღვის დონიდან 1360-1420 მ სიმაღლეზე, ქ. ახალციხიდან 24 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 202, რომელთა 97 % ქართველია (2002). შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები.