ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ნიქოზის ცენტრში. თარიღდება X საუკუნით.

აღწერილობა

ეკლესია ჯვარგუმბათოვანია (8,5X5,3 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავული შესასვლელები სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთითაა. სწორკუთხა დარბაზი შვერილი აფსიდით მთავრდება (აფსიდის შვერილი 1,7 მ). აფსიდში ერთი სარკმელია, აფსიდის გვერდებზე მომცრო უბეები, რომლებიც თავის მხრივ, სარკმლიანი აფსიდებით მთავრდება. ეკლესიის სამხრეთის, ჩრდილოეთის და დასავლეთის მკლავები სწორკუთხაა. დასავლეთის მკლავი შედარებით გრძელია და გვერდებზე ოთხკუთხა უბეები აქვს. გუმბათი გრძივი კედლებიდან გამოწეულ პილონებს ეყრდნობა. აფრებზე ტრომპის მსგავსი ნიჟარისებრი თაღებია, ზემოთ – გუმბათის საყრდები ლილვები. გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია. ეკლესიის სამივე შესასვლელის წინ მდგარა ღია თაღოვანი კარიბჭე. შემორჩენილია კარიბჭეების კრონშტეინები და მოჩუქურთმებულ-კაპიტელებიანი და ბაზისიანი ცილინდრული პილასტრები. შენობის ჩრდილოეთ ფასადზე, კარის მარცხნივ, გველეშაპთან მებრძოლი ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის რელიეფური გამოსახულებაა.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები