ზემო სობისის კვირაცხოვლის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზემო სობისის კვირაცხოვლის ეკლესია - ეკლესია დგას საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (4,9 X 3,5 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. დასავლეთ კედელში არქიტრავით გადახურული კარი და თაღოვანი სარკმელია. აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო ასეთივე თაღოვანი სარკმელია. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. თითო ოთხკუთხა ნიშია. კამაროვანი გადახურვა გრძივ კედლებს და აფსიდის მარტივპოფილიან იმპოსტებზე დაყრდნობილ სატრიუმფო თაღს ეყრდნობა. ინტერიერი შელესილი იყო.