ზემო წყისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო წყისი – ნასოფლარი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა მხარეს, სოფელ უდიდან სამხრეთით, ზღვის დონიდან 1430-1475 მ სიმაღლეზე. შემორჩენილია ნანგრევები.

სოფლისაკენ მიემართებოდა საავტომობილო გზა სოფელ ქვემო წყისიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. მიდამოები უტყეოა. ძველად გაშენებული იყო ხეხილის ბაღები. სოფელ უდის მცხოვრებლებს აქ აქვთ ხეხილის ბაღები, ყანები და სათიბები. საქართველოს მოსახლეობის 1926 წლის აღწერით სოფელი მოქმედი იყო და მთლიანად ქართველებით იყო დასახლებული.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები