ზემო ხვითის კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ხვითის კოშკი - კოშკი დგას საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის სამხრეთ-აღმოსავლეთით ერთ კილომეტრზე, ადგილ გალავნებში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 7,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით და კვადრატული აგურით. შემორჩენილია პირველი სართული, რომლის გადახურვა გუმბათოვანი ყოფილა. კოშკში შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთითაა. კარის ზედა ნაწილები ჩამონგრეულია შესასვლელის გვერდზე, აღმოსავლეთით, კედელში დატანებულია მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. კარის დასავლეთით ღრმა თაღოვანი თახჩაა. კოშკის სამხრეთით ორი ორმაგი, ხოლო აღმოსავლეთითა და დასავლეთით თითო ერთმაგი გარეთ შევიწროებული, თახჩიანი სათოფური აქვს. შენობა შიგნით შელესილია.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები